აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით მერკვილაძე (1919-1966)

საბჭოთა კავშირის გმირი. მეორე მსოფლიო ომის დროს იგი გაიწვიეს საბჭოთა არმიაში და იბრძოდა უკრაინის I, II და IV ფრონტებზე. უნგრეთში საომარი მოქმედებებისას სერჟანტმა დავით მერკვილაძემ 8 ჯარისკაცის თანხლებით აიღო სტრატეგიული სიმაღლე ბუდაპეშტის მისადგომებთან და დამხმარე ძალების მოსვლამდე 5 საათის განმავლობაში მტრის 2 ასეულის რამდენიმე იერიში მოიგერია. ამ დამსახურებისათვის დავით მერკვილაძეს 1945 წლის 28 აპრილს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება. დაჯილდოებულია ლენინის ორდენით, სამამულო ომის II ხარისხის, დიდების II და III ხარისხის ორდენებით და მედლებით. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.