აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გუგული ყიფიანი (1908-1989)

კულტურის მუშაკი, იმპრესარიო, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. დაამთავრა ბათუმის ჰუმანიტარული ტექნიკუმი 1925 წელს; თბილისის სამშენებლო ინსტიტუტის არასრული კურსი 1950 წელს. 1926-1944წწ. მუშაობდა თბილისის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო აკადემიური თეატრის ადმინისტრატორად, შემდეგ მთავარ ადმინისტრატორად; 1944-1955წწ. თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დირექტორის მოადგილედ, სადაც თავი გამოიჩინა როგორც შესანიშნავმა ორგანიზატორმა; 1955-1977წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის გენერალური დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი; მის სახელს უკავშირდება საქართველოს ფილარმონიის ამ პერიოდის დიდი შემოქმედებითი მიღწევები. 1977 წლიდან მუშაობდა საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორად. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.