აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

იაზონ თუმანიშვილი (ტუმანოვი) (1883-1955)

მეზღვაური, პარაგვაის ფლოტის I რანგის კაპიტანი. დაიბადა თბილისში. დაამთავრა კადეტთა საზღვაო კორპუსი 1904 წელს; სანაღმო და საარტილერიო საქმის დამატებითი მოკლევადიანი კურსები, 1913 წელს-ნიკოლოზის საზღვაო აკადემია. მონაწილეობდა რუსეთ-იაპონიის ომში. 1918 წლის ბოლოს სარდლობდა ასტრახანის სამხარეო მთავრობის ვოლგა-კასპიის ფლოტილიას. 1920 წლის 28 მარტს გენერალ ვრანგელის ბრძანებულებით მიენიჭა I რანგის საზღვაო კაპიტნის წოდება და დაინიშნა ხომალდ "რუსეთის" კომენდანტად, რომლითაც იმავე წლის ნოემბერში ევაკუირებულ იქნა ყირიმიდან კონსტანტინოპოლში, მოგვიანებით გადავიდა იუგოსლავიაში - სერბეთში, 1924 წელს ურუგვაიში, 1925 წელს კი – პარაგვაიში. პარაგვაიში იგი სამდინარო ფლოტის ჩამოსაყალიბებლად მიიწვიეს. ქვეყნის წინაშე გაწეული სამსახურისთვის ოქროს მედლით დაჯილდოვდა. დაკრძალულია პარაგვაიში, ქალაქ ასუნსიონში.