აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასო წულაძე (1889-1969)

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი, დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერი. სწავლობდა ბათუმის გიმნაზიაში, 1906 წლიდან იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის წევრი; მუშაობდა "მენშევიკების" ფრაქციაში. 1911 წლიდან იყო ბათუმის სოციალ-დემოკრატიული კომიტეტის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1917 წლის ნოემბერში აირჩიეს საქართველოს ეროვნული საბჭოს წევრად. 1918 წლის 26 მაისს ხელი მოაწერა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადების აქტს. 1918 წლის განმავლობაში იყო საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პარლამენტის წევრი. მომდევნო წლებში მუშაობდა გაზეთ "ერთობის" საგამომცემლო ნაწილის უფროსად. 1919 წლის 12 მარტს აირჩიეს საქართველოს რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების წევრად. გასაბჭოების შემდეგ ცხოვრობდა სტამბოლში, სადაც წლების განმავლობაში მუშაობდა "სტამბოლის პოლიტიკურ კომისიაში", ემიგრანტულ მთავრობისა და საქართველოს იატაკქვეშა მოძრაობის მაკოორდინირებელ რგოლში. მოგვიანებით საცხოვრებლად პარიზში გადასახლდა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე.