აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დავით თავაძე (1916-1979)

მფრინავი, მაიორი, საბჭოთა კავშირის გმირი. დაიბადა ლანჩხუთში. დაამთავრა ბათუმის აეროკლუბი 1936 წელს. 1938 წელს გაიწვიეს საბჭოთა შეიარაღებულ ძალებში. II მსოფლიო ომის (1939–1945) დროს იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიაში, ვოლგაზე, ტამანის ნახევარკუნძულზე, ნოვოროსიისკთან, იალტასთან, ფეოდოსიასთან, სევასტოპოლთან. საჰაერო ბრძოლაში მოპოვებული წარმატებისათვის მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება(მისი ხელმძღვანელობით ესკადრილიამ განახორციელა 1227 საბრძოლო გაფრენა). დემობილიზაციის შემდეგ ცხოვრობდა სოხუმში. დაკრძალულია სოხუმში, ლეჩკოპის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაღებულია ქალბატონ მანანა მგალობლიშვილის მიერ.