აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლეილა აბაშიძე (1929-2018)

კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. საქართველოს სახალხო არტისტი 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია ბესიკ ფიფიას YouTube-დან