აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჭიჭიკო ჩართოლანი (1906-1984)

ალპინისტი, სპალეოლოგი, სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიბადა მესტიაში. ოქროს მედლები მოიპოვა: შხელდა-უშბის (1950), შხარა-რუსთაველი-ჯანღა-კატინთაუ-თეთნულდის (1952), პამირში დარვაზის ქედის (1957), ვერცხლის მედლები (1960) – ზულუმარტისა და იმიერალაის ქედის (პამირი) ტრავერსირებისათვის. სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად, განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო ამ კლასს მთამსვლელობაში. დაკრძალულია მესტიაში. საფლავის ფოტო გადაიღო ქალბატონმა მაია თოიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.