აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სქემარქიმანდრიტი სისო (1938-2019)

აჭარის პირველი მკვიდრი მღვდელმსახური. ერისკაცობაში ჯემალ (ნოდარ) ბერიძე - ქედის რაიონის სოფელ ზესოფელში დაიბადა 1938 წელს, 1995 წელს, ფერისცვალების დღესასწაულზე, მეუფე იობმა აკურთხა - მომზადებულიყო საღვთო სამსახურად. ორი თვის თავზე ბათუმის საკათედრო ტაძარში შედგა დიაკვნად კურთხევა, ხოლო ორი წლის შემდეგ წმ. სერაფიმე საროველის სახელზე მისი მღვდლად ხელდასხმა მოხდა. 2015 წელს აღიკვეცა ბერად თრეხვის მამათა მონასტერში - რუის-ურბნისის ეპარქია, სახელად ეწოდა სისო. დაკრძალულია ბათუმში. ფერიის ბავშვთა სახლის ეკლესიის ეზოში. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან - დეკანოზი სერაფიმე ბერიძე.