აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბესარიონ ქებურია (1870-1958)

მფრინავ-კონსტრუქტორი, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი. 1908 წელს საკუთარი ხელით აგებს პლანერს და აფრენის ცდებს ატარებს საბურთალოს მთებიდან. 1909 წელს, როდესაც მსოფლიო მოიცვა სენსაციამ, რომ ფრანგი ავიატორი ლუი ბლერიო, საკუთარი კონსტრუქციის მონოპლანით გადაფრინდა საფრანგეთიდან ინგლისს, ბესარიონმა გაყიდა ყველაფერი, თუ რამე ებადა და შეგროვილი თანხით პარიზს გაემგზავრა. გახდა 209-ე მფრინავი ავიატორი. პარიზის ლუი ბლერიოს საფერენოსნო სკოლაში სწავლას დიდი თანხა სჭირდებოდა. ბესარიონმა პრობლემა ასე მოაგვარა: თავიდანვე შეისყიდა ბლერიოს X-ტიპის მონოპლანი და შეასრულა პროგრამა — რვაჯერ შემოუფრინა აეროდრომს და ზუსტად ასი მეტრი დიამეტრის წრეში დაფრინდა. 1913 წლის დამდეგს, ქებურიამ უკანასკნელად მოაწყო საჩვენებელი ფრენა ბათუმში. დიდ სიმაღლეზე ძრავა გაჩერდა და ბესარიონი პლანირებით ზღვაში დაეშვა. როცა მეზღვაურებმა მიუსწრეს, ქებურია უკვე იხრჩობოდა, მაგრამ თვითმფრინავს ხელს არ უშვებდა. მისთვის მთავარი იყო ძრავის გადარჩენა. გარდაიცვალა 1958 წელს 88 წლის ასაკში, თბილისში. დაკრძალულია ჩხოროწყუს პარკში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა შორენა ხუნტუამ.