აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა ქვასროლიაშვილი (1954 -1989)

9 აპრილის გმირი. დაიბადა 1954 წელს. აკურის საშუალო სკოლაში შევიდა 1961 წელს. დაასრულა 1970-71 წელს. დაამთავრა თბილისის ქორეოგრაფიული სასწავლებელი. ამბობენ, რომ საოცრად კარგად ცეკვავდა ქართულ ცეკვებს.. მუშაობდა მუსიკის მასწავლებლად თელავის სკოლებში. შეეძინა 2 შვილი. 1989 წლის 9 აპრილს ელოდნენ სოფელში მეგობრის, თანაკლასელის იუბილეზე, მაგრამ არ ჩამოვიდა. მუდმივად მიტინგებზე იყო ნოემბერშიც და აპრილშიც. რომ ჩამოვიდოდა, გული არ უჩერდებოდა და ისევ უკან, თბილისში ბრუნდებოდა. როდესაც რუსეთის ჯარი თავისუფლების მოედანზე შემოვიდა, შალვა ცეკვავდა. მან დაინახა, რომ რუს ჯარისკაცს უნდა მოეკლა ორსული ქალი. შალვა ქალს გადაეფარა და ის სიკვდილს გადაარჩინა. ქალმა საკუთარ შვილს შალვა დაარქვა. დაკრძალულია თ3ელავის რაიონის სოფელ აკურაში. დაკრძალვის დღეს მიწა ხელით მიაყარეს- გმირს ნიჩაბით მიწის მიყრა არ აკადრეს. ფოტოები მოგვაწოდა აკურის სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ნანა ქევხიშვილმა