აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოდარ გრიგალაშვილი (1958-2014)

მწერალი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკაკულტეტი 1980 წელს. 1981-1987წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას: იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის ასისტენტი; 1981 წელს მესტიის სკოლა-ინტერნატის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; 1981-1987წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგი; 1984-1988წწ. ალმანახ "კრიტიკის" განყოფილების გამგე; 1987-1990წწ. გამომცემლობის მთავარი რედაქტორი; 1990-1998წწ. გაზეთ "საქართველოს " მთავარი რედაქტორი; 1998 წლიდან "ახალი საქართველოს" მთავარი რედაქტორი; ჟურნალ "ცისკრის" სარედაქციო საბჭოს თავმჯდომარე. 1999-2003წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ველერი გრიგალაშვილმა.