აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მამუკა ნოზაძე (1967-1989)

9 აპრილის გმირი. დაიბადა 1967 წლის 31 ივლისს ლაგოდეხის რაიონის სოფელ ყარსუბანში. 1984 წელს დაამთავრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ყარსუბნის საშუალო სკოლა და მუსაობა დაიწყო სოფელ ვარდისუბნის საკონსერვო ქარხანაში. 1986 წელს გაიწვიეს სამხედრო-სავალდებულო სამსახურში. მსახურობდა ქ. ჩიტაში. 1988 წელს, სამხედრო სამსახურის დასრულების შემდეგ, სწავლას აგრძელებს თბილისის საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. მამუკა ნოზაძის სახსოვრად ლაგოდეხში ყოველ 9 აპრილს შეჯიბრება იმართება, მამუკაობა. ინფორმაცია მოგვაწოდა დამ - ინგა ნოზაძემ