აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გია ქარსელაძე (1963-1989)

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი. დაიბადა 1963 წლის 6 ივნისს. დაამთავრა თბილისის №53 საშუალო სკოლა. 1981-1989 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტექნიკურ ინსტიტუტში კავშირგაბმულობის ფაკულტეტზე, შემდეგ გადავიდა არქიტექტურის ფაკულტეტზე. მუშაობდა თბილისის სატყეო მეურნეობაში. 1989 წლის 9 აპრილს თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევისთანავე, 11 საათზე იგორ როდიონოვმა კომენდანტის საათი გამოაცხადა. გამოცხადებიდან დაახლოებით 1 საათში კაპიტანმა ლოხინმა სასიკვდილოდ დაჭრა ქალაქისკენ მანქანით მომავალი გიორგი ქარსელაძე, რომელიც მიღებული ტრამვის შედეგად საავადმყოფოში 11 აპრილს გარდაიცვალა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. საფლავის ფოტო გადაიღო და მოგვაწოდა ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.