აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

თინა ენუქიძე (1918-1989)

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი. 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. როგორც მისი ოჯახის წევრი იხსენებს, თინა ენუქიძე სხვას გადაფარებია და ნიჩბით მოუკლავთ. დაკრძალეს 15 აპრილს, თბილისში, მუხათგვერდის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. 2019 წელს თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი