აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ელისო ჭიპაშვილი (1964-1989)

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების მსხვერპლი. მუშაობდა რესპუბლიკურ საავადმყოფოში სანიტრად. მკვლელობის დროს იყო 6 თვის ფეხმძიმე. წარმოშობით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზალეთიდან იყო. 1989 წლის 9 აპრილს, ელისო ჭიპაშვილი რუსული „სპეცნაზის“ მიერ ჰაერში გაშვებულმა მომწამვლელმა აირმა გაგუდა. ოჯახის წევრებმა დიდი ძებნის შემდეგ ელოსოს ცხედარს „არამიანცში“ მიაკვლიეს. ძმის სიტყვებით: „ძლივს ვიცანი, რადგან ჩემს დას მოგრძო სახე ჰქონდა და მომწამვლელი აირისგან სულ გასიებოდა, დამრგვალებოდა. დაჩეხესო — ასეთი ინფორმაციაც გაავრცელეს, მაგრამ ჭრილობა საერთოდ არ ჰქონია, აირით იყო გაგუდული.“ ელისოს დედა გარდაიცვალა ელისოს დასაფლავების წინა დღეს. დაკრძალეს 15 აპრილს, თბილისში, დიღმის სასაფლაოზე. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. ხარაგაულის ერთერთ ქუჩას ეწოდა მისი სახელი. საფლავის ფოტო გადაიღო ბატონმა მიშა ჩხიკვაძემ.