მალხაზ დვალიშვილი (1960-1995)

ექიმი, პოლიტიკოსი. ხელი აქვს მოწერილისაქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ქარტია – 91“.

1984 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი. 1984-1990 წლებში ეწეოდა სამედიცინო საქმიამობას, მუშაობდა ქ. ქუთაისის N1 საავადმყოფოს ექიმი-თერაპევტად. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, მაჟორიტარი ქუთაისის საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა-თავისუფალი საქართველო“, საქართველოს ჰელსინკის კავშირის წევრი (1990-1991).

დაკრძალულია ქუთაისში, საფიჩხიას სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ალეკო ახვლედიანმა.