ავთანდილ პოპიაშვილი (1944-1998)

ფილოსოფოსი, ფილოლოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი) ხელის მომწერი.

დაამთავრა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. 1970-1977 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის ინსტიტუტის ასპირანტი, უმცროსი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1977 წლიდან კი შეთავსებით თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ლექტორი. 1990-1991 წლებში იყო საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი საარჩევნო ბლოკი „მრგვალი მაგიდა — თავისუფალი საქართველოდან“.

დაკრძალულია დედოფლისწყაროს სოფელ გამარჯვებაში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა მაკა სულაშვილმა.