აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აკაკი ძიძიგური (1914-1997)

საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე. საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1996). ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე. მისი ინიციატივით და ხელმძღვანელობით ჩამოყალიბდა რადიოკომიტეტის ხმის ჩამწერი „ოქროს ფონდი“. 1959 წელს მას დაევალა კონოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორობა. იყო საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილე. 1962 წელს ჟურნალ „დროშის“ მთავარი რედაქტორია. 1969 წლიდან სახელმწიფო კინოკომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა, მომდევნო წელს, ისევ კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორია, 1974–1984 წლებში სახკინოს თავმჯდომარის მოადგილე, კინოალმანახ „კინოს“ მთავარი რედაქტორი. 1984–1997 წლებში იყო საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი. მიღებული აქვს ღირსების ორდენი. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.