აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზურაბ ჭავჭავაძე (1953-1989)

დისიდენტი, 1980-იანი წლების ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი. საქართველოს ეროვნული გმირი. 1987 წელს მერაბ კოსტავასა და თამარ ჩხეიძეთან ერთად დააფუძნა საბჭოთა პერიოდის ერთ-ერთი პირველი ეროვნულ-პოლიტიკური ორგანიზაცია „ილია ჭავჭავაძის საზოგადოება“, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობას, დემოკრატიის იდეალებსა და კაპიტალიზმზე გადასვლას უჭერდა მხარს. 1989 წლის 13 ოქტომბერს სოფელ ბორითთან (ხარაგაულის რაიონი) დაშავდა საეჭვო ვითარებაში მომხდარ ავტოკატასტროფაში, რომელსაც ემსხვერპლა მერაბ კოსტავა. გარდაიცვალა საავადმყოფოში 69-ე დღეს, ოფიციალური დიაგნოზით „A ჰეპატიტი“. დაკრძალულია ყვარელში იოანე ნათლისმცემლის სახელობის ჭავჭავაძეთა საგვარეულო ეკლესიაში.

საფლავის სურათი მოგვაწოდა ქალბატონმა ნინი ჭავჭავაძემ.