აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მეგი წულუკიძე (1921-1993)

მსახიობი, საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი. რეჟისორ სიკო დოლიძის მეუღლე. 1938 წელს დაამთავრა ბათუმის საშუალო სკოლა. 1939–1941 წლებში ცხოვრობდა ხაბაროვსკში და აქვე სწავლობდა სამედიცინო ინსტიტუტში. 1941 წელს დაბრუნდა ბათუმში. 1946 წელს სოხუმის დრამატულ თეატრში იწყებს მოღვაწეობას, 1948–1949 წლებში ბათუმის სახელმწიფო ფილარმონიაშია, ხოლო 1953 წლიდან საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის მსახიობია. 1954 წელს იგი მიიწვიეს კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. მისი პირველი ფილმი იყო „ქართველი ბალეტის ოსტატები“. მან ასევე ითამაშა ფილმებში: „ეთერის სიმღერა“, „სხვისი შვილები“, „ფატიმა“, „მე ვიტყვი სიმართლეს“, „დღე უკანასკნელი, დღე პირველი“, „აბესალომ და ეთერი“, „პალიასტომი“, „გაქცევა განთიადისას“, „ჭიაკოკონა“ და სხვები. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში, მეუღლესთან ერთად.