აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნოშრევან ჯიშკარიანი (1953-1988)

მეცნიერი, პოეტი, საზოგადო მოღვაწე, ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატი. 1970 წელს ჩაირიცხა თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის სპარსული ენისა და ლიტერატურის სპეციალობაზე, რომელიც 1975 წელს დაამთავრა წარჩინებით. 1975-1977 წლებში სწავლობდა რუსთაველის სახელობის ძველი ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის ასპირანტურაში. 1975 წლიდან ეწეოდა სამეცნიერო-კვლევით და პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვა უმაღლეს სასწავლებლებში. გამოქვეყნებული აქვს მრავალი ნაშრომი მეცნიერთა აკადემიისა და სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო-ბეჭვდით ორგანოებში და პერიოდულ პრესაში, ძველი ქართული, სპარსული და სპარსულენოვანი აზერბაიჯანული ლიტერატურის საკითხებზე. ნოშრევან ჯიშკარიანი მოულოდნელად გარდაიცვალა 1988 წლის 9 თებერვალს, 34 წლის ასაკში. დაკრძალულია მარტვილში, სოფელ ნაგვაზავოში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ბესო გვაზავამ.