აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შალვა ნადიბაიძე (1907-1964)

სსრკ თევზის მრეწველობის სამინისტროს აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელი. 1930 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. 1934 წელს ლენინგრადში დაიცვა დისერტაცია და დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის თევზის მრეწველობის კომბინატის დირექტორად. 1937 წელს რეპრესირებულია, გაათავისუფლე 1939 წელს და დაინიშნა შორეული აღმოსავლეთის თევზსაჭერი კომბინატის ხელმძღვანელად. სხვადასხვა დროს იყო შორეული აღმოსავლეთის აუზის თევზის მრეწველობის მმართველი, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი საბჭოს წევრი. დაჯილდოებულია 2 ლენინის ორდენით. დაკრძალულია ვლადივასტოკში, საზღვაო მემორიალურ სასაფლაოზე. ვლადივასტოკში მისი სახელობის ქუჩაა. ვლადივასტოკის თევზის კომბინატი ატარებს მის სახელს. 1966-1990 წლებში ცურავდა თევზსაჭერი ბაზა "შალვა ნადიბაიძე".

შორეული ნაოსნობის თევზსაჭერი ბაზა "შოთა ნადიბაიძე"