აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დიმიტრი ნამგალაძე (1903-1957)

გენერალ-მაიორი, მეორე მსოფლიო ომის მონაწილე. დაამთავრა ქართული გაერთიანებული სამხედრო სკოლა 1924 წელს, ჟუკოვსკის სახელობის სამხედრო-საჰაერო ძალების აკადემია 1936 წელს. დაინიშნა შავი ზღვის ფლოტის დაზვერვის უფროსის მოადგილედ. 1938 წლიდან უფროსად. 1941-1945წწ. მონაწილეობდა ოდესისა და სევასტოპოლის დაცვაში, ქერჩ-ფეოდოსიის სადესანტო ოპერაციაში (1941). მისხაკოს რაიონში "მცირე მიწაზე", პირველი სადესანტო რაზმების გადასხმაში (1943). მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, აგრეთვე საზღვარგარეთის ქვეყნების რამდენიმე ორდენი. დაკრძალულია სევასტოპოლში, კომუნართა სასაფლაოზე.