აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ლილი ნუცუბიძე (1927-2002)

ბიბლიოთეკარი, პოეტი, ფილოლოგი. დაამთავრა ქუთაისის პედაგოგიური სასწავლებელი 1948 წელს; 1953 წელს კი ალ. წულუკიძის სახელობის ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი. მუშაობდა პედაგოგიურ სასწავლებელში ბიბლიოთეკის გამგედ; 1952-1964 წწ. ვ. კიკვიძის სახელობის ქუთაისის N1 საბავშვო ბიბლიოთეკის გამგეა; 1964 წელს გადაიყვანეს ქალაქის (ქუთაისის) კულტურის განყოფილების უფროს ინსპექტორად, შემდეგ კი განყოფილების გამგის მოადგილედ; 1974-1987 წწ. ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორია; ლექსებს ადრეული ასაკიდან წერდა; მისი ლიტერატურული მემკვიდრეობა ორმოცამდე პოეტური კრებულია და უამრავი ამღერებული ლექსი; პირველი ლექსები პრესაში 1954 წელს გამოქვეყნდა, მისი პოეტური ნაწარმოებები სისტემატიურად იბეჭდებოდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებში, კრებულებში, ალმანახებსა და ანთოლოგიებში. ნაყოფიერად მუშაობდა მთარგმნელობით დარგში, წერდა მხატვრულ ნარკვევებს, ლიტერატურულ წერილებს, გამოკვლევებს. ქუთაისის თოჯინების სახელმწიფო თეატრში დაიდგა მისი რამდენიმე საბავშვო პიესა. მის ლექსებზე ქართველი კომპოზიტორების მიერ შექმნილია არაერთი სიმღერა, რომლებსაც მთელ საქართველოში მღერიან. იყო მრავალი საზოგადოებრივი გაერთიანების წევრი. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს მისი მოღვაწეობა ქალთა ორგანიზაციებში. დაკრძალულია ქუთაისში, ოღასკურას სასაფლაოზე. საფლავის სურათი მოგვაწოდა ქალბატონმა ლოლიტა ჭოლაძემ, რისთვისაც ვუხდით უღრმეს მადლობას.