აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შოთა გაბელაია (1936-1979)

მსახიობი, აფხაზეთის დამსახურებული არტისტი. დაამთავრა სოხუმის მე-11 საშუალო სკოლა, თბილისის რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი 1962 წელს. 1962-1968წწ. სოხუმის თეატრის მსახიობი იყო. 1969 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე მოღვაწეობდა მარჯანიშვილის თეატრში. გადაღებულია 20 ფილმში. კინო როლებიდან აღსანიშნავია: საჩინო ("ესკულაპეს მოწაფე"), ვალოდია ჯინჭარაძე ("არაჩვეულებრივი გამოფენა"), ესტატე ღლონტი ("ციმბირელი პაპა"), დეზერტირი ("წუთისოფელი"), მეორე მწვრთნელი ("ფეოლა"), მასხარა ("ძველი კოშკი"), არისტო ("სამანიშვილის დედინაცვალი"), ქუჩაია ("ყვარყვარე"), ბულია ("გასეირნება თბილისში") და სხვა. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა კახა გაბელაიამ.