აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ჯემალ (ანდრია) ბერიძე (1929-2019)

ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 1986 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია ლომონოსოვის სახელობის სახელმწოფო უნივერსიტეტში თემაზე „სინათლის გამბნევი არხის ოპტიკა და მისი გამოყენება ფიზიკა-ქიმიური ამოცანებისას“. 1983-2005 წლებში იყო ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პრორექტორი. 1994-2007 წლებში ჯ. ბერიძე მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აჭარის ავტონიმიური რესპუბლიკის რეგიონალური სამეცნიერო ცენტრის ხელმძღვანელის ჯერ მოადგილედ, ხოლო შემდეგ ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლად. 2008-2009 წლებში ჯ.ბერიძე არჩეული იქნა და მუშაობდა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის დეპარტამენტის სრულ პროფესორად. იგი იყო საქართველოს ეკოლოგიური აკადემიის აკადემიკოსი. დაკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ ზესოფელში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა თამაზ ბერიძემ.

აღდგომასა მივიცვალე და აღდგომითა შენითა აღმადგინე მე უფალო. ამინ. ანდრია ჯემალ ბერიძე 1925-2019, მეცნიერი, ფიზიკოსი, პროფესორი ემერიტუსი