აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნაზი შამანაური (1940-1983)

ჟურნალისტი. კომუნისტური რეჟიმის მსხვერპლი. დაამთავრა თბილისის უცხო ენათა პედაგოგიური ინსტიტუტის ფრანგული ენის ფაკულტეტი 1965 წელს, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი 1971 წელს. 1982 წლის 14 აგვისტოს, ჩარგალში, „ვაჟაობის“ დღესასწაულზე ნაზი შამანაური სიტყვით გამოვიდა და არნახული გაბედულებით ამხილა დუშეთის რაიონის თანამდებობის პირთა თვითნებობა და ბოროტმოქმედებანი, აგრეთვე საქართველოს სავალალო მდგომარეობა, რისთვისაც იგი მაშინვე დააკავეს უშიშროებისა და მილიციის თანამშრომლებმა. დუშეთის უშიშროების განყოფილების გამგემ იქვე წაართვა მას 77-გვერდიანი მხილების ტექსტი. მასთან ერთად დაკავებული იქნა დედამისიც. დუშეთის რაიონის სასამართლომ დედა-შვილს იძულებითი მკურნალობა მიუსაჯა თბილისის ასათიანის სახელობის რესპუბლიკურ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, სადაც ნაზიმ შიმშილობა გამოაცხადა და იშიმშილა 70 დღე. მიუხედავად ამისა მას მაინც აწამებდნენ ინსულინური შოკებითა და ნეიროლეპტიკების ინექციებით, რითაც მძიმედ დააავადეს. 1983 წლის იანვარში ნაზი შამანაური საავადმყოფოს პერსონალმა სასიკვდილოდ სცემა, რის შედეგადაც მან მიიღო თავის ქალის ტრავმა და პერიტონიტი. იგი გადაყვანილ იქნა თბილისის მეცხრე კლინიკურ საავადმყოფოში, სადაც გარდაიცვალა. ქირურგმა ოპერატორმა და პათანატომმა დაადასტურეს, რომ იგი ცემით იყო მოკლული, თუმცა ექსპერტიზა დღემდე მალავს ამ ფაქტს. ნაზის დასაფლავებას 80 კაცამდე თუ ესწრებოდა, უმრავლესობა დედაქალაქიდან ჩასული ახალგაზრდობა იყო. დუშეთის რაიონის მცხოვრებლებმა შიშის გამო ვერ გაბედეს მისვლა. საფლავის ფოტო აღებულია წიგნიდან "ჩემი სიმართლე ჩემი მტერია"