აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

დოსითეოს ქუთათელი (წერეთელი) (გ. თებერვალი, 1820)

სასულიერო და პოლიტიკური მოღვაწე, ქუთათელი მიტროპოლიტი 1781-1820 წლებში და დასავლეთ საქართველოს საკათოლიკოსოს გამგებელი 1792-1814 წლებში. დაიბადა საჩხერეში 1750 წლის ახლო ხანებში. მათი საგვარეულო რეზიდენცია საჩხერეში მდებარეობდა, დოსითეოს ქუთათელს კათოლიკოსობა უბოძა სოლომონ II-მ, მაგრამ კურთხევა არ მომხდარა. დოსითეოსი დიდ მზრუნველობას იჩენდა ქუთაისის საეპისკოპოსო და საკათოლიკოსო ეკლესიების სამეურნეო საქმეებისადმი. მხარს უჭერდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას. 1789 წელს შედიოდა იმერეთის საერო და საეკლესიო თავკაცთა ჯგუფში, რომელთაც წინადადებით მიმართეს ერეკლე II-ს, გაეერთიანებინა და თავისი ძალაუფლებისათვის დაექვემდებარებინა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოები, 1819 წლის იმერეთის აჯანყების დროს დოსითეოს ქუთათელი რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა, როგორც აჯანყების ერთ-ერთი მოთავე. რუსეთში გადასახლების დროს იგი გზაში მოკლეს. დაკრძალულია ანანურში. საფლავის სურათი აღებულია ბატონი ბიმურზა აფრასიძის გვერდიდან.