აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე სულხანიშვილი (1895-1990)

ემიგრანტი, ქაქუცა ჩოლოყაშვილის თანამებრძოლი. ქაქუცა ჩოლოყაშვილის შეფიცულთა რაზმის წევრი იყო. მას პრაქტიკულად ყველა სამხედრო ოპერაციაში აქვს მიღებული მონაწილეობა, რომელიც 1921-1924 წლებში ოკუპანტების გასანადგურებლად განახორციელეს პირველი რესპუბლიკის შეიარაღებულმა ძალებმა. 1924 წლის აჯანყების მარცხის შემდეგ იგი ემიგრაციაში გაჰყვა მეთაურს. ალექსანდრე სულხანიშვილი აშშ-დან სამშობლოში დაბრუნდა, როგორც კი შეიტყო ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის გამარჯვება. იგი გარდაიცვალა ჩამოსვლიდან მალევე, რაც სამშობლოს მიწაზე ფეხი დადგა. დაკრძალულია მშობლიურ სოფელში. ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში. წმინდა გიორგის ეკლესიის ეზოში. საფლავის ფოტოები მოგვაწოდა ქალბატონმა ქეთევან თორღვაშვილმა, რისთვისაც ვუხდით დიდ მადლობას.

ალექსანდრე სულხანიშვილის დაკრძალვა