აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მამია ალასანია (1943-1993)

საქართველოს ეროვნული გმირი. დაბადების ადგილი: სოფელი ანაკლია, ზუგდიდის რაიონი. 1967 წელს გაემგზავრა მოსკოვში; 1970 წელს დაამთავრა მოსკოვის უშიშროების კომიტეტის უმაღლესი სკოლა; სკოლის დამთავრების შემდეგ მუშაობდა ბათუმში აჭარის უშიშროების კომიტეტის სისტემაში; 1974 წლიდან სამუშაოდ თბილისში, უშიშროების კომიტეტის ცენტრალურ აპარატში გადავიდა და სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობებზე მუშაობდა, მოგვიანებით კი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის უშიშროების კომიტეტის უფროსი გახდა; 1980-1981წწ. ორჯერ, 6 და 9 თვით, ოპერატიული დავალებით მივლინებულ იქნა ავღანეთში. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ ხდებოდა ეროვნული უშიშროების სამსახურის ჩამოყალიბება საინფორმაციო სადაზვერვო ბიუროდ, რომლის შექმნისთანავე იგი ბიუროს უფროსის მოადგილედ დაინიშნა; 1992-1993 წლებში იგი სპეციალური დავალებით, კონკრეტულად კი სამოქალაქო დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით, გაგზავნეს სამეგრელოს რეგიონში. 1993 წლის 27 სექტემბერს, ქალაქ სოხუმში სეპარატისტებმა მამია ალასანია მოკლეს. 2017 წლის ოქტომბერში მამია ალასანიას ნეშტი იდენტიფიცირებულ იქნა და სამხედრო პატივით დაიკრძალა თბილისში, ნარიყალას ეკლესიის ეზოში.