აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ბექნუ ხერგიანი (1912-1990)

ალპინისტი. სსრკ ოთხგზის ჩემპიონი ტრავერსების კლასში. სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. დაიბადა მესტიაში. სსრკ-ში პირველად, ჯგუფთან ერთად განახორციელა კედლოვანი ასვლა სამხრეთ უშბაზე (1937), რითაც სათავე დაედო კედლოვანი ასვლების კლასს მთამსვლელობაში. მის ანგარიშზეა ასზე მეტი ასვლა პამირისა და კავკასიონის მწვერვალებზე. იალბუზის დასავლეთ მწვერვალიდან ჩამოხსნა (1943) გერმანელ ფაშისტთა მიერ აღმართული ნაცისტური დროშა. დაკრძალულია მესტიაში, იოანე ნათლისმცემლის სახელობის ტაძრის ეზოში, ხერგიანების საგვარეულო სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა თამარ გაზდელიანმა, რისთვისაც ვუხდით მადლობას.