აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ონიანი (1981-2008)

უმცროსი სერჟანტი, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. შინდისის გმირი. ალექსანდრე ონიანი რომან ზოიძის ნათლია იყო. რომან ზოიძე უკვე სისხლისგან იცლებოდა, ალეკოს სთხოვდა: დამტოვე, თავს უშველეო, არ დაგტოვებ და არც მათ ჩავბარდებითო, – იყო ნათლიის პასუხი, მტკიცე და საბოლოო, გადაწყვეტილება უკვე მიღებული ჰქონდა... მამაო ჩვენო წაიკითხეს - ნათლიამ და ნათლულმა, ხელები აუწევია ონიანს, ბოლოს თურმე აღარც ესროდნენ რუსები... როგორც გადარჩენილი ბიჭები ამბობენ, მათი ტყვედ აყვანა უნდოდათო. ღიმილნარევი სახით მიიწევდნენ რუსი სამხედროები ქართველი გმირებისკენ. ონიანს ფეხებში ჰქონდა დამალული გააქტიურებული `ლიმონკა~ და მტრის მოახლოებას ელოდა. სწორედ ამ დროს გაისმა აფეთქების ხმა... საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა დავით ფეიქრიშვილმა.