აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გიორგი ზუბადალაშვილი (1915-1993)

საქართველოს დამსახურებული ექიმი. 1939 წელს თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი დაამთავრა. მეორე მსოფლიო ომის დროს ტყვედ ჩავარდა. რევაზ გაბაშვილის რეკომენდაციით გიორგი ზუბადალაშვილმა ბერლინის პათანატომიის ინსტიტუტში, პროფესორ როსლესთან დაიწყო მუშაობა. თავი მალე გამოიჩინა, სრულყოფილად შეისწავლა გერმანული და მალე გერმანელ სტუდენტებს უტარებდა მეცადინეობებს. ექვსი თვის თავზე გიორგი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის ქირურგიულ კლინიკაში მიიწვიეს. მოგვიანებით ოდერის ფრანკფურტში გადაიყვანეს ქირურგად. 1945 წლის მიწურულსღა დაბრუნდა საქართველოში, მომდევნო წლის იანვარში კი დააპატიმრეს. ირკუტსკის ოლქში გადაასახლეს. ჯერ რიგით ექიმად მუშაობდა, მერე, როცა თავისუფალ დასახლებაში გადაიყვანეს, სადგურ ჩუნის საავადმყოფოს ქირურგიული განყოფილების გამგე გახდა. საქართველოში დაბრუნების შემდეგ მოღვაწეობდა ბორჯომის საავადმყოფოში. დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია. დაკრძალულია ბორჯომის ცენტრალურ სასაფლაოზე.