აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ივანე გვარამაძე (1831-1912)

კათოლიკე სასულიერო პირი, პუბლიცისტი, ეთნოგრაფი, მწერალი და საზოგადო მოღვაწე.  დაწყებითი სკოლის დასრულების შემდეგ სწავლობდა კონსტანტინოპოლის სასულიერო სასწავლებელში, სადაც ქართველ განმანათლებელ და კათოლიკე ბერს პეტრე ხარისჭირაშვილს 1850 წელს დაარსებული ჰქონდა სამონასტრო სასწავლებელი "ფერიქოა"; სწავლა განაგრძო ვატიკანის, იტალიისა და საფრანგეთის სასულიერო-კათოლიკურ ცენტრებში. 1860-იანი წლების დამლევს მღდვლად ეკურთხა; ეწეოდა პედაგოგიურ და პუბლიცისტურ მოღვაწეობას; იგი "ვინმე მესხის" ფსევდონიმით რეგულარულად აქვეყნებდა წერილებს "ივერიაში," "დროებასა" და "სახალხო ფურცელში". იგი თავისი პუბლიცისტური, პედაგოგიური და ეთნოგრაფიული ინტერესების გამო დაუახლოვდა ილია ჭავჭავაძეს; 1870-ანი წლებიდან მისი პედაგოგიური მოღვაწეობიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია 1882 წელს გამოცემული "ქართლის ცხოვრება"–"სასწავლებელში მყოფ მოწაფეთა და ყოველთა ქართველთა საკითხავად" და 1885 წელს გამოცემული "ქართული ენის საუნჯე". მან აღმოაჩინა და მომავალი სასულიერო და სამეცნიერო გზა გაუკვალა მიხეილ თამარაშვილს. მისი თაოსნობით მიმდინარეობდა განმანათლებლური მოღვაწეობა და მისიონერული ქადაგება გათურქებულ მესხებს შორის. დაკრძალულია ახალციხის კათოლიკური მონასტრის ეზოში.