აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

შოთა მახარაძე (1959-2015)

მათემატიკოსი, პროფესორი, საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის სათათბიროს წევრი, შუახევის რაიონის საპატიო მოქალაქე და ჟურნალის ,,ინტელექტი" სარედაქციო კოლეგიის წევრი. 1980-1999 წლებში მუშაობდა სხვადასხვა ხელმძღვანელ თანამდებობაზე. 1997 წლიდან ეწეოდა აქტიურ პედაგოგიურ და სამეცნიერო მოღვაწეობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო 10-მდე წიგნის, 60-მდე სამეცნიერო ნაშრომისა და 50-ზე მეტი პუბლიცისტური სტატიის ავტორი, მონაწილეობდა მრავალ საერთაშორისო სამეცნიერო მათემატიკურ ფორუმში. მონაწილეობდა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ 30-მდე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერნენციის მუშაობაში. იყო შპს „ჰეკატე“-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი და ფინანსური დირექტორი, შპს „მმმ“-ის ერთ-ერთი დამფუძნებელი და დირექტორი, კავშირ „მარეთის" დამფუძნებელთაგანი და გამგეობის თავმჯდომარე (2007-2010 წწ.), საქართველოს ჩოხოსანთა დასის აჭარის სადროშოს გამგეობის წევრი, დაჯილდოებული იყო იაკობ გოგებაშვილის საიუბილეო მედლითა და საპატიო სიგელით. დაკრძალულია ჩაქვის სასაფლაოზე.