აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

გივი ჯავახიშვილი (1912-1985)

საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწე, საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარე 1953—1975 წლებში. 1934 წელს დაამთავრა ამიერკავკასიის ინდუსტრიული ინსტიტუტი (ამჟამად — საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი) ინჟინერ-გეოლოგის სპეციალობით. 1934 წლიდან 1952 წლამდე მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე ადგილობრივ და პარტიულ ორგანოებში. 1952 წელს დაინიშნა ქალაქ თბილისის ვიცე-მერად, იმავე წელს — ქალაქის მერად, 1953 წლის აპრილიდან სექტემბრამდე საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველ მოადგილეა, ხოლო 1953 წლის სექტემბრიდან 1975 წლის 18 დეკემბრამდე გ. ჯავახიშვილი საქართველოს მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარეა. 1961 წელს გივი ჯავახიშვილი სიტყვით გამოვიდა მოსკოვში სკკპ ყრილობაზე, სადაც საქართველოს დელეგაციის სახელით თანხმობა განაცხადა სტალინის ნეშტის კრემლის მავზოლეუმიდან გამოტანაზე. გივი ჯავახიშვილის ინიციატივითა და ხელშეწყობით აშენდა ქ. თბილისში ფილარმონიის დარბაზი და სპორტის სასახლე. 1966 წელს მან გახსნა თბილისის მეტროპოლიტენის პირველი სადგური. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს პანთეონში.

geonecropol.com