აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვასილ მჟავანაძე (1902-1988)

საბჭოთა პარტიული მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1944), სოციალისტური შრომის გმირი (1962). 1937 წელს დაამთავრა ლენინგრადის სამხედრო-პოლიტიკური აკადემია. დიდი სამამულო ომის (1941-1945) წლებში იყო შენაერთების კომისარი, არმიების სამხედრო საბჭოს წევრი. 1945-1953 წლებში ხარკოვის, კიევისა და კარპატისპირეთის სამხედრო ოლქების სამხედრო საბჭოს წევრი. 1953-1972 წლებში საქართველო ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. კურირებდა სტალინის მუზეუმის დაარსებას ქალაქ გორში. ვასილ მჟავანაძემ ქალაქ თბილისში 1956 წლის მაის-სექტემბერში მომხდარი არეულობის დროს სამხედრო ძალების გამოყენებასთან დაკავშირებით ნიკიტა ხრუშჩოვს მიმართა. რესპუბლიკას 19 წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა. ვასილ მჟავანაძე პარტიის XX, XXII-XXIV ყრილობებზე აირჩიეს სკკპ ცკ-ის წევრად. 1957-1966 წლებში სკკპ ცკ-ის პრეზიდიუმის წევრობის კანდიდატი. 1966-1972 წლებში სკკპ ცკ-ის პოლიტბიუროს წევრობის კანდიდატი. საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის კავშირის VI-VIII მოწვევების უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. 1972 წლის სექტემბრიდან გავიდა პენსიაზე. თანამდებობიდან გაათავისუფლეს სახელმწიფო კორუფციისა და ეგრეთ წოდებული „ცეხავიკებისათვის“ ხელის შეწყობის მომიზეზებით. სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა მოსკოვის ოლქის სოფელ ჟუკოვკაში. დაკრძალულია ქალაქ თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე.


geonecropol.com