აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

პეტრე შარია (1902—1983)

საბჭოთა პარტიული და პოლიტიკური მოხელე, ლავრენტი ბერიას გარემოცვის წევრი. 1920 წ. შეუერთდა ბოლშევიკურ პარტიას, 1930-40-იან წლებში განაგებდა შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის განსაკუთრებულ ბიუროს; იყო საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს I-II მოწვევების დეპუტატი. 1943-48 წლებში იყო საქართველოს სსრ კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პროპაგანდის საქმეთა მდივანი. 1948 წ. მიიღო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის პროფესორის წოდება. მხარს უჭერდა ბერიას ძალაუფლებისათვის ბრძოლაში. 1952 წ. შიდაპარტიული დაპირისპირების დროს შეთხზული „მეგრელთა საქმის“ მსვლელობისას უნივერსიტეტიდან გააძევეს და დააპატიმრეს. სტალინის სიკვდილის შემდეგ კვლავ დაწინაურდა და ბერიას, მაშინ უკვე სსრკ მინისტრთა საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის, თანაშემწე გახდა. ბერიას დახვრეტის შემდეგ კვლავ დააპატიმრეს, ჩამოართვეს ყველა პრივილეგია და 10 წელი პატიმრობა მიუსაჯეს. დაკრძალულია თბილისში, ვერის სასაფლაოზე.


geonecropol.com