აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ალექსანდრე ღლონტი (1912-1999)

ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. ლიტერატურის ფაკულტეტი 1932 წელს. 1931-1933 წწ. მუშაობდა გაზეთ "კომუნისტის" კულტურული მშენებლობის განყოფილების გამგედ; 1933-1934 წწ. გაზეთ "ახალგაზრდა კომუნისტის" რედკოლეგიის წევრად და განყოფილების გამგედ; 1934-1936 წწ. იყო საქართველოს სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ასპირანტი; 1935-1937 წწ. საქართველოს სახელმწიფო გამომცემლობის ახალგაზრდობისა და საბავშვო ლიტერატურის განყოფილების გამგე, ამავე წლებში ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში; 1935-1940 წწ. და 1947-1980 წწ. იგი ხელმძღვანელობდა დიალექტურ სამეცნიერო ექსპედიციებს გურიაში, ქართლში, კახეთში, მესხეთში, ხევსურეთში, ფშავში, თუშეთში, სვანეთში, კოლხეთში, ბორჯომის ხეობაში; 1938-1941 წწ. გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის დეკანი, ასევე ხელმძღვანელობდა ინსტიტუტის ქართული ენის კათედრას და იყო საპროფილო დისციპლინების ლექტორი, შეთავსებით მუშაობდა ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის დოცენტად; 1941-1945 წწ. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ, 1945-1952 წწ. კვლავ ხელმძღვანელობდა გორის ნ. ბარათაშვილის სახელობის პედაგოგიური ინსტიტუტის ენისა და ლიტერატურის კათედრას; 1953-1958 წწ. ცხინვალის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ქართული ენის კათედრის გამგე; 1960-1967 წწ. თბილისის ა. პუშკინის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის პროფესორი; 1967-1990 წწ. თბილისის სულხან-საბა ორბელიანის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური უნივერსიტეტის ქართული ენის კათედრის გამგე, 1990 წლიდან გარდაცვალებამდე - ამავე კათედრის პროფესორი. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე.


geonecropol.com