აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

სულეიმან დიასამიძე (1893 -1962)

საზოგადო მოღვაწე. დაიბადა ბათუმში 1893 წლის 22 ნოემბერს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 1921 წელს, საქართველოს ინდუსტრიული ინსტიტუტი 1932 წელს. ახალგაზრდობაში რევოლუციურ მოძრაობაში ჩაება, დაინტერესებული იყო ქართველი მუჰაჯირების ბედით, ამ მიზნით მოინახულა ტრაპიზონი, სამსუნი, სტამბოლი და სხვა ადგილები. რუსეთის 1917 წლის რევოლუციის შემდეგ, მემედ და ჰაიდარ აბაშიძეებთან და სხვა მუსლიმან ქართველებთან ერთად დააარსა სამუსლიმანო საქართველოს განმათავისუფლებელი კომიტეტი და იყო ამ კომიტეტის მდივანი. 1919 წლის 31 აგვისტოს კომიტეტმა დიდი დევნისა და პანთურქულ მხარესთან დაპირისპირებების შემდეგ, შექმნა სამუსლიმანო საქართველოს მეჯლისი (საბჭო), რომელმაც ერთხმად დაადგინა საქართველოსთან აჭარის შეერთება ავტონომიის საფუძველზე. 1921 წელს საქართველოს კპ აჭარის საოლქო კომიტეტის დავალებით დიდი მუშაობა გასწია ღარიბ გლეხთა კომიტეტის ჩამოსაყალიბებლად; ებრძოდა პანისლამიზმის მიმდევრებს; 1921 წელს მუშაობდა აჭარის ფინანსთა სახალხო კომისრად; შემდეგ თბილისში ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. დაკრძალულია ბათუმში, ორთაბათუმის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ხათუნა დიასამიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას. 


geonecropol.com