აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ზაზა ხალვაში (1957-2020)

კინორეჟისორი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 და შოთა რუსთაველის სახელობის თეტრალური ინსტიტუტის კინოფაკულტეტი 1985 წელს. 1977 წლიდან მუშაობს კინოსტუდია "ქართულ ფილმში" ჯერ რეჟისორის ასისტენტად, შემდეგ რეჟისორად. 1997 წლიდან ბათუმის ხელოვნების ინსტიტუტში ასწვლის რეჟისურას. 2006 წლიდან არის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ტელე-კინო ხელოვნების დეპარტამენტის უფროსი, უნივერსიტეტის აკადემიური საბჭოს წევრი, 2007 წლის თებერვლიდან-ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახელობის დრამატული თეატრის მმართველი. დაკრძალულია ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ გეგელიძეებში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ბატონმა ჯუმბერ ბერიძემ.

geonecropol.com