აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ეგნატე ნინოშვილი (ინგოროყვა)(1859-1894)

მწერალი. 1879 წელს ჩოჩხათის სკოლის მასწავლებლად დაინიშნა. 1882 - 1883 წლებში იგი ტელეგრაფისტად მუშაობდა სადგურ სუფსაში, ხოლო 1884 წლის ზამთარში, ზაქარია ჭიჭინაძის დახმარებით, თბილისში, არსენ კალანდაძის სტამბაში დაიწყო მუშაობა ასოთამწყობად. ხელფასი აქაც იმდენად მცირე ჰქონდა, რომ სასმელ-საჭმელზეც არ ჰყოფნიდა. მალე თავი დაანება ამ სამუშაოსაც და კვლავ გურიაში გაემგზავრა. 1885 წელი სოფლად გაატარა, წუხდა, რომ წიგნები და ჟურნალ-გაზეთები მისთვის ხელმიუწვდომელი იყო. 1886 წელს მან მუშაობა დაიწყო სოფლის სასამართლოში მწერლის თანამდებობაზე, ხოლო ექვსი თვის მუშაობის შემდეგ, იმავე წლის 26 ნოემბერს, ამხანაგების ფულადი დახმარებით გაემგზავრა საფრანგეთში. ეგნატე ნინოშვილის სამწერლო მოღვაწეობა სულ შვიდიოდე წლით (1887 - 1894) შემოიფარგლა. გარდაიცვალა 1894 წლის 12 მაისს, 35 წლის ასაკში. მწერლის დაკრძალვის დღეს, სოფელ ჩანჩეთის სასაფლაოზე, სიტყვა წარმოთქვა სილიბისტრო ჯიბლაძემ, რომელმაც გამოამზეურა და საზოგადოებას წარუდგინა მესამე დასის პოლიტიკური პროგრამა. აკაკი წერეთელმა ეგნატე ნინოშვილს „მომავლის გაზაფხულის პირველი მერცხალი” უწოდა.

საფლავის ფოტო მოგვაწოდა ეგნატე ნინოშვილის სახლ-მუზეუმის გიდმა ქალბატონმა მაყვალა მურვანიძემ, რისთვისაც ვუხდით მადლობას.

geonecropol.com