აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

აზა ადამია (1968-1989)

სტუდენტი, 9 აპრილის ტრაგედიის გმირი. დაიბადა 1968 წელს ქალაქ მარტვილში. მარტვილის მე-2 საჯარო სკოლის დამთავრებისთანავე საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ახლადგახსნილ სამრეწველო-სამშენებლო ფაკულტეტზე ჩაირიცხა, დაუსწრებელზე სწავლობდა და მარტვილში რამდენიმე ადგილას, მათ შორის მუსიკის მასწავლებლადაც მუშაობდა. 1989 წლის 9 აპრილს ტრაგიკულად დაიღუპა თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო დემონსტრაციის დარბევის დროს. დაკრძალულია მარტვილში. აზა ადამიას სახელი აქვს მინიჭებული მარტვილის მეორე საჯარო სკოლას, რომლის ეზოშიც 2009 წელს მისი ძეგლი დადგეს. მის სახელს ატარებს მარტვილის ერთ-ერთი ქუჩაც. 2014 წლის 9 აპრილს, ტრაგიკული მოვლენებიდან 25 წლის თავზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ოჯახის წევრებს წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენი გადასცა. დაკრძალულია მარტვილში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ნანა ეზიეშვილმა.

geonecropol.com