აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ნიკოლოზ თოხაძე (1901-1975)

სამხედრო მოღვაწე, იუნკერი, შემდეგ საფრანგეთის „უცხოური ლეგიონის“ ოფიცერი. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ იუნკერთა სკოლაში. მონაწილეობდა 1920 წლის მაისში იუნკერთა სასწავლებელზე ბოლშევიკების თავდასხმის მოგერიებაში და 1921 წლის თებერვალში წითელ არმიასთან ბრძოლებში კოჯორ-ტაბახმელას მიდამოებთან. 1921 წლის მარტში, სხვა იუნკრებთან ერთად სამშობლო დატოვა. სწავლა განაგრძო საფრანგეთში, სენ-მაქსენის ქვეითთა სამხედრო სკოლაში და 1922 წელს უმცროსი ლეიტენანტის წოდებით ჩაირიცხა „უცხოური ლეგიონში“. როგორც ავიაციის ოფიცერი, მსახურობდა მაროკოსა და ალჟირში 1925–1931 და 1931–1940 წლებში; მეორე მსოფლიო ომის დროს, 1941–1945 წლებში კაპიტანი თოხაძე საგანგებო მისიით იმყოფებოდა ინდოჩინეთში. ომის შემდეგ, 1946–1958 წლებში მსახურობდა მაროკოში, ალჟირსა და მადაგასკარზე. 1957 წელს თადარიგში გავიდა პოლკოვნიკის წოდებით. დაჯილდოებული იყო საპატიო ლეგიონის ორდენით. გარდაიცვალა 1975 წელს, დაკრძალულია ლევილის ქართულ სასაფლაოზე. საფლავის სურათი აღებულია "კვირის პალიტრის" საიტიდან.

geonecropol.com