აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მაია მაჭავარიანი (1926-2016)

ენათმეცნიერი, პოლიტიკოსი, ფილოლოგი. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). 1952 წლიდან საქართველოს რესპუბლიკის მეცნიერებათა აკადემიის არნ. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის ასპირანტი, თბილისის ილია ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის უფროსი მასწავლებელი, დოცენტი, 1956 წლიდან ა. ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992 წლიდან ზოგადი ენათმეცნიერების განყოფილების გამგე; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრგვალი მაგიდა - თავისუფალი საქართველო". დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ქალბატონმა ლეილა კვირიკაშვილმა.

geonecropol.com