აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ელისე პატარიძე (1896-1975)

პოლიტიკური მოღვაწე, ჟურნალისტი. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დასრულების (1917 წ.) შემდეგ ჩაირიცხა თბილისის უნივერსიტეტში ეკონომიკური განხრით. იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი და მისი მთავარი კომიტეტის მდივანი. საბჭოთა რეჟიმის დამყარების შემდეგ მონაწილეობდა წინააღმდეგობის მოძრაობაში, 1924 წლის აგვისტოს აჯანყებაში. 1924 წლიდან პოლიტიკური ემიგრანტი იყო საფრანგეთში. 1930 წლიდან მუშაობდა საავტომობილო ფირმა „პეჟოს“ პარიზის ბიუროში. პარიზში დააარსა ქართული სტამბა, სადაც არაერთი წიგნი და ჟურნალი გამოსცა. იყო პარიზის წმ. ნინოს ეკლესიის ერთ-ერთი დამაარსებელი; საფრანგეთის ქართველი ემიგრანტების სათვისტომოს თავმჯდომარე. დააარსა ჟურნალი „ივერია“, რომელსაც თავადვე რედაქტორობდა (1949 წლიდან). 1953 წლიდან ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარე იყო, ერთხანს უცხოეთში მოღვაწე ქართველ მწერალთა და ჟურნალისტთა კავშირსაც თავმჯდომარეობდა. დაკრძალულია ლევილის ქართველთა სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან Académie géorgienne-française ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია

geonecropol.com