აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ოსკარ შმერლინგი (1863-1938)

გერმანული წარმოშობის ქართველი ფერმწერი და გრაფიკოსი., ქართული კარიკატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი. სწავლობდა პეტერბურგის სამხატვრო აკადემიაში (1884 წლიდან), მიუნხენში (1891–1892). 1893 წელს თბილისში დაბრუნდა. იყო ჯერ თბილისის სამხატვრო სასწავლებლის, შემდეგ კი ფერწერისა და ქანდაკების სკოლის დირექტორი (1902–1918). 1921 წლიდან პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ახლად დაარსებულ თბილისის სამხატვრო აკადემიაში. 1901 წლიდან მისი კარიკატურები იბეჭდებოდა „ცნობის ფურცლის“ სურათებიან დამატებაში. თანამშრომლოდა ჟურნალებში: „ეშმაკის მათრახი“, „ტარტაროზი“, „შურდული“, „ბზიკი“, „ეშმაკის მხარე“, „სოფლის ალიაქოთი“ და იმ დროს თბილისში გამომავალ სხვა იუმორისტულ ჟურნალ-გაზეთებში. დიდი ღვაწლი მიუძღვის ქართული წიგნის ილუსტრაციის განვითარების საქმეში. 1930-იან წლებში შეასრულა ძველი თბილისის ყოფისა და ტიპების ამსახველი მრავალრიცხოვანი აკვარელი („მეზურნეები“, „ორი ქალაქელი“, კერძო კუთვნილება) და სხვა. დაკრძალულია თბილისში, ვაკის სასაფლაოზე. საფლავის ფოტო აღებულია გვერდიდან "ჟან შარდენის ქართულ-ფრანგული აკადემია"

geonecropol.com