აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

რამაზ შენგელია (1957-2012)

ფეხბურთელი, თავდამსხმელი. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1981), ღირსების ორდენის კავალერი. საქართველოს სპორტის რაინდი. იცავდა ქუთაისის „ტორპედოს“, თბილისის „დინამოსა“ და საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების ღირსებას. საბჭოთა კავშირის ჩემპიონი (1978), ვიცე-ჩემპიონი (1977) და ბრინჯაოს პრიზიორი (1981), საბჭოთა კავშირის თასისა (1979) და თასების მფლობელთა თასის (1981) მფლობელი თბილისის „დინამოს“ შემადგენლობაში. 1982 წლის ესპანეთის მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილე. იგი ერთადერთია ქართველ ფეხბურთელთა შორის, ვინც ორჯერ (1978, 1981) მოიპოვა საბჭოთა კავშირის წლის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება. ითვლება ყველა დროის ერთ-ერთ საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად. ხუთჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს სასაფლაოზე. საფლავის ფოტო მოგვაწოდა ლია ბაბუნაშვილმა.

geonecropol.com