აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
რეჟისორები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

მალხაზ ვაჩეიშვილი (1953-1992)

აფხაზეთის ომის მონაწილე, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენოსანი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი 1981 წელს; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეორადი ფაკულტეტი კინორეჟისორის განხრით 1978 წელს. სხვადასხვა დროს იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპორტული ჯგუფის წევრი, როგორც ჭადრაკში, ასევე რაგბში; 1979 წლიდან შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ალპკლუბში; მონაწილეობდა კლუბის ალპინიადებზე, როგორც სპორტულ ჯგუფებში, ასევე სპორტსმენების მომზადებაში; სხვადასხვა დროს მუშაობდა გეოგრაფია - გეოლოგიის ფაკულტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრაზე და კინოსტუდია ქართულ ფილმში; 1990 წელს მრავალდარგობრივ ფირმა "იბერიაში" გამგეობის წევრად; 1991 წლიდან მრავალდარგობრივ ფირმა "ფირალში" გამგეობის წევრად; მონაწილეობა აქვს მიღებული 1988 წლის ნოემბრისა და 1989 წლის აპრილის აქციებში; იყო ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი აქტიური მონაწილე; წერდა ლექსებს, მოთხრობებს, ნოველებს. დაიღუპა 1992 წლის ნოემბერში ტყვარჩელის მისადგომებთან, სოფელ ქეთევანასთან. დაკრძალულია თბილისში, საბურთალოს ძმათა სასაფლაოზე.