აკადემიკოსები
მწერლები და პოეტები
I და II მსოფლიო ომი
რეჟისორები
მსახიობები
სპორტსმენები
მხატვრები, არქიტექტ.
საზოგადო მოღვაწეები
მეცნიერები
მედიცინის მუშაკები
კომპოზიტორები
მომღერლ, მოცეკვავ.
სამხედრო პირები
დამფუძნებელი კრება
სხვა საფლავები

geonecropol.com

ვცადე, თავი მომეყარა მთელ მსოფლიოში გაფანტული ქართველების საფლავებისათვის

ვალერიან კილაძე (1913-1986)

ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. კითხულობდა ლექციების კურსს ქუთაისისა და სოხუმის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტებში; სხვადასხვა დროს მუშაობდა თბილისის პედაგოგიურ სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის ჯერ ასპირანტების კონსულტანტად, ხოლო შემდეგ - დირექტორის მოადგილედ; 1974 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ისტორიის კათედრის პროფესორი; მუშაობდა ამავე უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტის დეკანად. იკვლევდა განმანათლებლების მსოფლმხედველობას, შუა საუკუნეებისა და რუსული ფილოსოფიური აზრის ისტორიას. დაკრძალულია თბილისში, მუხათგვერდის პანთეონში.